ციხეში


ფანჯარავ, ჩემო ფანჯარავ, ფანჯარავ ტუსაღისაო, ხელის დადებავ,
პაწიავ, ნაჭერო ლურჯის ცისაო! ფანჯარავ, რკინა-დაკრულო, ჩარჩო გაქვს
დუღაბისაო, მაინც არ ვფიქრობ გაქცევას, თუ გინდ რომ იყოს ხისაო! შენს
იქით რგოლი მარტყია მაღალი, გალავნისაო, გარშემო ყარაულები,
ხიშტები სალდათისაო! ფანჯარავ, ჩემო ფანჯარავ, სატრფო ხარ
ტუსაღისაო,
შენთანა ვზივარ, გულს გაყრდობ, შე მკერდო საყვარლისაო! შენც, პაწა
ხელის დადებავ, ნაჭერო ლურჯის ცისაო, ოხვრა და კვნესის ხატებავ,
გულმოკლულ ტუსაღისაო; ქაღალდ-კალამო, საბეჭდო იმისი
ფიქრებისაო; თქვენა ხართ ჩემი ერთგულნი, დამთვლელნი
ცრემლებისაო. ოხერი, მაინც იწურის, თუმცა გული მაქვს ქვისაო. თქვენ
გესმით მხოლოდ ქვითინი ნაწრთობი ფოლადისაო: ვაი, რა ძნელი
ყოფილა ტყვეობა არწივისაო! ფანჯარავ, რკინის ფანჯარავ,ლურჯო
ნაჭერო ცისაო, ჩამოვდნი, როგორც სანთელი, ფთილა ვარ კელაპტრისაო!
ჯერ ცოცხალს ბედი მეწია თვალებდახუჭულ მკვდრისაო აღარ ვარ
სატრფოს მნახველი, გამგონი მისი ხმისაო. გადამავიწყდა სიგიჟე ის ჩემი
ნავარდისაო, ვიცოდი ელეთმელეთი მოსეულ დუშმანისაო. ფანჯარავ,
სევდის ფანჯარავ, იავ, ნაჭერო ცისაო, ჩამოვდნი, როგორც სანთელი,
ფთილა ვარ კელაპტრისაო! ეხ, ერთხელ ვნახე სიმები გადმოსულ
სხივებისაო,მომლხენი ვიყავ, მსმენელი მერცხლების ჟივჟივისაო! ხმა
ისევ ყურში ჩამძახის, იმ ტკბილი ბულბულისაო! უცებ მზეს დაჰკრა
ღრუბელმა: ჩრდილია ყორნებისაო, მთიდან ღვართქაფმა იფეთქა: გმინვაა
კაეშნისაო. ნეტავ თუ კიდევ გაებმის ჩანგს სიმი სხივებისაო! ფანჯარავ,
რკინის ფანჯარავ, ლურჯო ნაჭერო ცისაო, ჩამოვდნი, როგორც სანთელი,
ფთილა ვარ კელაპტრისაო! ფანჯარავ, სევდის ფანჯარავ, იავ, ნაჭერო
ცისაო, ვაი, რა ძნელი ყოფილა
ტყვეობა არწივისაო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი