მუშა


მე დავიბადე ძველს წნულის ქოხში, ლერწამი იყო ჩემი აკვანი, ზევიდამ

ჩვარი ძლივსა მფარავდა, სიცივით კრთოდა შიშველი კანი. დედის ნანასა

ქარი სისინით ქოხს შემოჭრილი ბანსა აძლევდა, და ჩემი გული იმა

ხმაზედა გამოურკვეველ შიშითა კრთოდა. ოხ, ეხლაც მახსოვს ის გლოვის

ნანა ქარის სისინთან შეერთებული და წინათგრძნობა არ მატყუებდა,

როცა პატარას მიკრთოდა გული! თურმე იმ ხმაში გამოითქმოდა ჩემ და

ჩემებრივ მაშვრალთა ბედი:წამოვიზარდე, რკინის უღელ ქვეშ

მომახრევინა ცხოვრებამ ქედი. და ეხლა, როცა ვინმე ბატონსა უპოხიერებ

ოფლით მამულსა, იგივე ნანა იდუმალი ხმით, მესმის და მიკლავს

დამაშვრალ გულსა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი