მეგობრებს


მეგობრებო, წინ... წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული, დე, მკერდს

სისხლის დაღი აჩნდეს და შუბლს ოფლის ნაკადული!

წინ, წინ, მედგრათ შევებრძოლოთ ჩარხუკუღმართ ამ ჩვენ დროსა, ჭირის

ოფლში გავატაროთ სიმართლის და ძმობის დროშა!

დეე, ჩვენ ტოლთ, უგვანო შვილთ, კერპის წინა ხარონ ქედი, ფუ, იმ

ვაჟკაცს, ვინც ინატროს მათი სვე და მათი ბედი!დე, ისევ მათ ავარჯიშონ

საქვემძრომოთ მკლავი, ენა, სხვა აკვნესონ და ამ კვნესით თვით იპოვონ

შვება-ლხენა..

მომავალი იმათ თვის ხვედრს წარმოუძღვნის, დასდებს მსჯავრსა,

შეაჩვენებს იმათ საფლავს სამარცხვინოს, საზიზღარსა!

მეგობრებო, ჩვენ ნუ გვინდა ამნაირი სვე და ბედი, ბრძოლა იყოს ჩვენი

ლხინი, სატრფიალოთ - გულს იმედი!

მაშ, უშიშრათ შევებრძოლოთ ჩარხუკუღმართ ამ ჩვენ დროსა და ჩვენ

რაზმს წინ წავუმძღვაროთ სიმართლის და ძმობის დროშა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი