გლეხის ფიქრები


კალოში ძნა გაიშალა, მოიქარგა ოქროს მთვარე, შიგ შეაგდეს ნიშა ხარი,

უთხრეს: კარგა დაუარე. მიცუნცულობს, თან კუდს იქნევს, მისრიალებს

ძნაზედ კევრი, ძირს თავთავი ისრისება, პური სცვივა შინდის ფერი,

ჰოროველამ დაჰზუზუნა, მღერის პეტრე, თან შოლტს იქნევს, თუმცა

ამდროს ვერ იშორებს თავის დარდებს, თავის ფიქრებს: ზამთრის სუსხში

მიწა მოხნა, დაფარცხა და თესლი სთესა,სიცხი-გულას მომკა ყანა,

დააბრალა მკათათვესა! ეხლა ჰლეწავს სამი ერთად: ცოლი, შვილი,

თვითონ ისა, მუშაობენ, ანგარიშობს... და გამოდის პური სხვისა!

“მღვდელი, ბერი, ფოსტის ფული, ტყისა მცველი, მოურავი, მამასახლისი

და გზირი... ხედავს: დადნა უცებ ხვავი! რჩება მხოლოდ ისევ კალო

გახროკილი, ცარიელი, მიწოლილი გვერდზე ქოხი და ეს დროცა

ძველისძველი! ეჰ, სამართალს მე რა ვუთხრა?! გლეხი ვარ და მწიწკნის

ყველა, ასეთია, ძმაო, ჩვენი,ცხოვრება და ჰოროველა!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი