ურმული


ჰარალო, ჰარალო, ჰარალო, ჰარალო, ბიჭო გელაო, ჩინოვნიკი და ვაჭარი

ჩვენ მოგვსევია ყველაო! მღვდელი უზომოდ გამძღარა, დიაკვანს

დაახველაო, მამასახლისი გასუქდა, ბევრი აქვს ერბო წველაო! გზირს

ქონი მოსჭარბებია, ბაჯბაჯებს ნელა-ნელაო, ჩვენთვისთვინ მუდამ მზათა

აქვს იფნის მოქნილი წნელაო! ჩაფრები კარზე გვიდგანან, ჰარალო, ბიჭო

გელაო,მთავრობას ფული მიართვი, გაყიდე ჩოხის ძველაო! ბატონსაც

უნდა ქეიფი, დიდი მუცელის ზელაო, მოურავს მალ-მალ მუქარით

გვიგზავნის მუზმუზელაო. ჰარალო, ჰარალო, ჰარალო, ჰარალო, ბიჭო

გელაო, ურმის კოფოზე ნუ ვზივართ, სხვა გზით თავს უნდა შველაო!

“დუმამაც” ვეღარ გვიშველა, გამოუყრიათ ყველაო, მთავრობის

დეპუტატთათვის უსწავლებიათ რბენაო! ჩვენ სხვას ველოდით, სხვა

მოხდა, ეხლა ხომ უფრო ბნელაო, მგელი “კანონებს” გვიწერავს,

ვეღარ დაგვიძრავს ენაო! თოფ-ზარბაზანი, ხიშტები, მუშაობს

სახჩობელაო, ცრემლის ტბა დადგა სოფელში, სისხლმა გაბანა კერაო!

ეჰ,ამისთანა სიცოცხლეც დასწყევლა, შეაჩვენაო; იმედი ნურავისი გვაქვს,

ჩვენს თავს ვუშველოთ ჩვენაო! მტერს მტრულად გავცეთ პასუხი, ჩვენც

კაცები ვართ ყველაო, ზაფხულში ნამგალს დავძახდით, ახლა სხვა უნდა

“დელაო”! ჰარალო, ჰარალო, ჰარალო, ჰარალო, ბიჭო გელაო, ურმის

კოფოზე ნუ ვზივართ, მებრძოლ ძმებს უნდა შველაო! 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი