ადამიანი


მამალი ყივის, თენდება ღამე, მთა თექას იხდის, ბარი - შავ ზეწარს,
სამხრეთისაკენ გადადის მთვარე, თვის ოქროს სხივებს იქით იკეცავს.
ნადირობიდან ბრუნდება მხეცი, თავის ბუნაგში ის დაამდება, იქ
მოისვენებს, იქ მოინელებს, ვიდრე ხელახლათ დაუღამდება. აჰა,
ჩამოჰკრა სადღაც ცისკარმა, ხალხი იღვიძებს და იშმუშნება, სისხლის
მორევში ტრიალებს ლუკმა, ისიც იქითკენ მიეშურება! გაჰშლის თვის
კლანჭებს, ვინ ვის ჩაახრჩობს... ვინ უწყს, რამდენი გაითელება.
თავის ბუნაგში ზოგი მაძღარი, ზოგი მშიერი გამობრუნდება! მამალი
ყივის, თენდება ღამე,სამხრეთისაკენ გადადის მთვარე, ბრძოლა არ
სწყდება, ისევ გრძელდება, ერთის ადგილას იჭერს მეორე! ღამე სისხლის
ტბას უცქერს გუშაგი. დღისით - დაჰყურებს მას დღე მზიანი, თენდება -
მხეცი სტოვებს ბრძოლის ველს, ბრძოლას აგრძელებს ადამიანი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი