სიმღერა


რაც უნდ ღამე იყოს ბნელი, ცა ღრუბლებით მოიჭედოს, არსად სჩანდნენ
ვარსკვლავები, მთვარემ გზა ვერ გაიკვეთოს, მაინც ველით განთიადსა, არ
შედრკება ჩვენი გული, უკვე ადგა ქარიშხალი განთიადის მოციქული!
დეე, რისხვით ცამ იჭექოს, ელვამ გაჰკრას არემარეს, ცა განრისხდეს
დაბლა ბარზე, უგზავნიდეს ნიაღვარებს. დეე, ბუი გაჰკიოდეს,
სდარაჯობდეს წყვდიად ღამეს,
გველ-ბაყაყნიც აიშალნენ და მოედვნენ არემარეს! მაინც ველით
განთიადსა, განიბნევა ღამე ბნელი, მზის სხივებზე აყვავდება, შეიმკობა
მთა და ველი! ველით, მაინც ველით იმას... არ შედრკება ჩვენი გული,
უკვე ადგა ქარიშხალი განთიადის მოციქული!
უკვე ადგა ქარიშხალი და გრიალებს კიდით-კიდე, რომ ცას პირზე
შეახიოს სუდარა და შავი რიდე! უკვე ადგა ბრაზით სავსე მამაცი და
ფრთა მედგარი,რომ განთიადს გადაუხსნას მიჯაჭული კლიტით კარი!
მისთვის ვმღერით ბნელაშიაც და არ დრკება ჩვენი გული, რომ ხმას
გვაძლევს ქარიშხალი განთიადის მოციქული! მისთვის ვმღერით
ბნელაშიაც. არათ გვიჩანს გულზე წყლული, რომ ბანს გვაძლევს
ქარიშხალი განთიადის მოციქული!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი