მეზვრის ღიღინი


წლითი წლობამდე გიარე, ჩემო ვენახო რქიანო, გეხვეწებოდი, რომ

კვირტში შედი, არ დაიგვიანო! გრწყავდი, გბარავდი, გთოხნიდი, მერქანს

გიდგამდი მუხისას, მაღლა გიფრთხობდი კაჭკაჭსა და ძირს წიწილებს

კრუხისას! ვინ გინდა, მტერი არ გყავდა: სეტყვა, ნაცარი, ქარია; შენს

ყლორტებს ეტანებოდა ჩვენი “კუდვარდა” ხარია! პირცმაცუნების რაღა

ვსთქვა - შემოჰყურებდნენ მტევანსა,იძახდნენ: “გემრიელია, ესა სჯობია

ყველასა!” აბა, რა ენაღვლებოდათ ან ნიკოს, ან და ევასა, არ დაადგებათ

ყელზედა, ტკბილად უსველებს ენასა! ეხლა კი ჩემი ჯერია, მეც შემერგება

ტკბილადა. ჩემი ნაშრომი, ნაღვაწი მევე მერგება წილადა! საწნახელს

მოულხენია, რთველი მაქვს გახურებული, იქნება გამოვიცვალო მეც ჩოხა

გახუნებული!
 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი