ჩონგურზე


დავკრავ, დავძახებ ჩონგურზე; შველო, ირემო, ჯერანო, ქურციკო
კლდეზე ნახტომო, გაუხედნაო მერანო; თქვენა მჯობიხართ ისევა,
დარბიხართ იალაღზედა, მე კი მონა ვარ ბატონის, თოკი მაბია
მკლავზედა! დავკრავ, დავძახებ ჩონგურზე, ვიტყვი: ნიავო დილისა,
ფოთლების ტკბილო ჩურჩულო, ვერხვო ალაზნის პირისა: თქვენა
მჯობიხართ ისევა, ხარობთ და სტკბებით გულითა,შე კი სხვის კარზე
ვათენებ, ნამგალ-ცელით და გუდითა! დავკრავ, დავძახებ ჩონგურზე,
ვიტყვი: რა მწარე ბედია, მეც ხომ კაცი ვარ და სხვის წინ რათ მომიხრია
ქედია! შინ კერა გამციებია, სხვის კარზე დავიარები, ვწყვიტე და ვწყვიტე
მაინცა, ვერ მოვიშორე ვალები! ეჰ, ამისთანა სიცოცხლეც ზედ დამიხლია
ქვისთვინა, ჩონგურო, ჩემო ჩონგურო, შენ რაღამ აგაქვითინა! მოიცა
რაღაც ხმა ისმის, ცისკარიც წითლად ენთება, იმედი არი გლეხკაცსაც,რომ ერთხელ გაუთენდება! მაშ არ გაგვიტყდეს ჩვენ გული
ჩონგურო, ტკბილო ხმიანო, ველზე გასული ბიჭები ბრძოლისთვის
გვეძახიანო! იქით გავსწიოთ, დავძახოთ, ჩავაწკრიალოთ სიმები, ვაქოთ,
ვადიდოთ ჩვენთვისა თავდადებული გმირები! ჩონგურო, ჩემო ნუგეშო,
ჩონგურო, ტკბილო ხმიანო, მტერზე მისული ბიჭები, ბრძოლისთვის
გვეძახიანო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი