ყორნის ბრალია
დილას ყორანმა დამჩხავლა, ზედ კალოს გადმომიარა: მაშინვე თითზე ვიკბინე, შევძახე: “გაგატიალა!” ვიფიქრე, - ვიცი ფათერაკს რამეს შემამთხვევს წყეული, კარგათ არა მყავს დაცდილი შავი, შავკაბა, ეული... არ გაუვლია ერთ წუთსა, შევხედე, მოდის ომარა, ხელში უჭირავს ჩანახი, ცხენს უკიდია ტომარა. წამოიჩოქა ხვავის წინ, მკლავი მოუშვა, მოხარა,პურს ვიღა ჩივის, უღმერთომ კინაღამ მიწაც მოთხარა. ბაითალმანო ∗ ყორანო, ეს ხომ სულ შენი ბრალია, ერთხელც იქნება დაგხელო, თოფს დავაყარო ფალია, ორ ფეშხვათ გაგათავთავო, ქარს გავატანო ცალია,მეორე მურას მიუგდო, მას ვამტვრევინო ძვალია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი