მოღლილს


შენ დაიღალე, მეგობარო, მოეყრდნე ჩემს მკერდს, მე მინდა ვნახო ჩემი
სახე - ეგ შენი წყლული, მხოლოდ ნუ აჰშლი მოგონებათ მწარე იარებს,
უსიტყვოთ თვითონ მიგიხვდება მეგობრის გული!
ვხედავ შენს სახეს ჩამჭკნარსა და დაავადებულს, დუხჭირ ცხოვრების
მათრახებსა შენს შიშველ ტანზე, მაგრამ, ეჰ, ძმაო, ვინ უწყს კიდევ
რამდენი მსხვერპლი ღონე-მიხდილი დაეცემა ეკლიან გზაზე.შენ კი,
დაღლილი, მეგობარო, დაჰხარე თავი, მხოლოთ ცრემლებით ნუ შეარყევ
გმირის ფოლად სულს, თორე უმადლო ბევრი არი ჩვენ სამშობლოში,
“ლაჩარიაო” გაიგონებ მწარე საყვედურს.უკანასკნელი ზავთი შენი მწარე
სიცოცხლის მოიწამლება, აივსება შხამით და გესლით, თვით მტერს
ვერაგსაც გაახარებ და გააცინებ, საფლავის პირას მოღლილ გულის
ამონაკვნესით.
მოკვდი უსიტყვოთ, მოკვდი ჩუმათ, არვის უჩვენო შენი იარა, შენი
ტანჯვა და შენი წყლული, და სამარეშიც თან ჩაგყვება, თან, ორი გრძნობა:
მტარვალის ზიზღი, ხალხისადმი კი - სიყვარული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი