ქარიშხალი


გრიალებს ქარი, გრიალებს, ასქდება არემარესა, ხან ჩამოიჭრის ბუხარში,

ხან მოაწყდება კარებსა.

ცა რისხვას უთვლის დაბლა ბარს, ზღვა ერთურთს სტყორცნის ტალღებსა

და ჭექა, ელვა, ქუხილი სცვლის კლდეთა გმინვას მწარესა!

სულ არ მაშინებს ქუხილი, არც მთისა რისხვა ბარზედა, არც ქარის

გრიალ-სისინი და მოხეთქება კარზედა.ვიცი, რომ ბრძოლის შემდეგა მზე

გამოკრთება ცაზედა და თავის სხივსა უმანკოს აათამაშებს ნამზედა.

მაშინ ბულბულიც ცრემლისწილ დაუკრავს ლხენის ხმაზედა, დაჰყეფს,

დასძახებს, ჩამოჰკრავს სხვაგვარ მომართულ ჩანგზედა!

მანამდისინ კი არ მართებს ბულბულსა გულის შვებანი; აბა ვით უთხრა

ავდარსა მზის შესადარი ქებანი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი