ია
გაზაფხულის მოციქულო, პირლამაზო ჩემო ია, ნამის სატრფოვ, სიყვარულო, თვალ-ჟუჟუნა პაწაწია; რათ მოგწყვიტეს, მოგაშორეს შენს სამშობლოს გულ-მოქარგულს, ძაძა რისთვის მოახვიეს კოკორ-გაშლილს შენს სიყვარულს? “ეჰ, ნუ მკითხავ...” - მიპასუხა მე სტუმარმა უცაბედმა, ის ჩემს ციხის ფანჯარაზე მოწიწებით დადვა მტრედმა: “ეჰ, ნუ მკითხავ, ჰკითხე ბორკილს, შენს ხელებზე გაბმულ ჯაჭვსა, ჰკითხე კლიტეს - შენს კისერზე და ცხოვრების ქარიშხალსა; დიახ, ჰკითხე...” მაგრამ იას შეეცვალა უცებ ფერი და ფანჯარის რკინის ჩარჩოს ზედ დააკვდა მშვენიერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი