ნატვრა


ახალ წლის ღამე თენდება, ფრთებს აბარტყუნებს მამალი,
ძილისგუდასთვის ჩემიო ყიყლიყო არის წამალი! მაგრამ არ სძინავს
სოფელსა: თოფი გრიალებს თოფზედა, ხან ყეფით, ხანაც ღმუილით
მურია გორავს თოვლზედა. კვამლი ცას მიიზლაზნება: ბუხარსაც
მოულხენია, წინ მოუცეკვავს ბეროსა, არც იმას მოუწყენია. მომილოცნია,
- დასძახის ჩონგურს, ყველასთვის გულითა;ღმერთო, შენც გამაძლიერე
ხარ-კამეჩ, მინდორ-ხნულითა! ღმერთო, მიცოცხლე ცოლ-შვილი,
მოყვარე, მძახლის მძახალი; ყველამ ჩაიცვას ახალ-წელს ჩოხა და კაბა
ახალი. ნათლიდედამაც დაზარდოს შემოდგომისთვის დედლები,
ნათლიმამისთვის ქვევრებში ნუნუას შეგევედრები! ღმერთო და ბედო
სოფლისავ, რაც ჭირი გადაგხვდენია, - გვაკმარე, ნუღა გვიჩვენებ, თორე
ატანა ძნელია! ცოტა რამეს გთხოვ, მისმინე: ჩემს ეზოსა და კარებში
გზირს, მამასახლისს,ბოქაულს მოაშლევინე თარეში. ერთ რამეს კიდევ
გავბედავ, გასაბედად კი ძნელია: “ფოჰტი” ფულებზე “ჩინოვნიკს”
ააღებინე ხელია! კიდევ სულ ცოტას ვისურვებ: მომე ტყე-მინდორ-ველია,
- ვხნავდე, ვთესავდე, ვბარავდე, არ დამიჭირონ ხელია. ბეღელი პურით
ამევსოს, გული სიმხიარულითა; თუ ეს ორივე მექნება რად მინდა ქისა
ფულითა? ბოლოს ერთს კიდევ გავბედავ: გოგო რო შემომჩენია; - კაბა
მიყიდე, მიყიდე, არ მინდა ძველისძველია!
იმდენი რამე ვიშოვო, რომ შევუსრულო წადილი, დავნიშნო,
დავაგვირგვინო, გავმართო კაი სადილი! ღმერთო და ბედო სოფლისავ,
გვაცხოვრე ქრისტეს სიტყვითა, ჩემი ჩონგურიც ამას გთხოვს თავის
ალალი პირითა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი