სიკვდილის წინ


არ ვიცი, კიდევ რამდენს გავივლი,
არ ვჩერდები და მუდამ წინ ვიწევ.
მე სიკვდილის წინ დავრგე ყვავილი,
სანამ გახმება, ნუ დამივიწყებთ.

განკურნებულს თუ განუკურნებელს,
მე ვესალმები დარჩენილ დღეებს
და ვეუბნები საუკუნეებს, -
ჩემი მტკიოდა და ჩემი ვწერე.

მტკიოდა ყველა უსახლკარო და
ყველა ობოლი ბავშვი მტკიოდა.
ჩემი ტკივილი თუ არ კმაროდა,
გამომაბრუნეთ საიქიოდან.

სახარებიდან ნაწყვეტს ვეძებდი,
როცა ჩაგრავდა ვერაგი სულელს.
მე მაპატიეთ, რაც ვერ შევძელი,
თუ ყველა ნატვრა ვერ აგისრულეთ.

ერთი პატარა კაცი ვიყავი,
მხოლოდ ტკივილით ავცდი ევერესტს.
ნეტავ ვინ მორწყავს აწი იმ ყვავილს,
ვისი იმედი მაძლიერებდეს?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ლაშა კობიაშვილისტუდენტი3 წლის წინ

პირველი და ბოლო სტროფის კავშირი

ლაშა კობიაშვილისტუდენტი3 წლის წინ

შესანიშნავია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი