გლეხი და გველი (იგავი)


(თარგმანი აკაკი წერეთლისა)



გველმა ურჩია ერთხელ გლეხს:

"მტერობა დავივიწყოთო

და ძმობა-მეგობრობასა

დღეიდან ხელი მივყოთო!


"ტყავი რომ გამოვიცვალე,

ხომ ხედავ? ახლა სხვა ვარო!

ნუღა ვეკრძალვით ერთმანეთს,

გველს როცა აღარ ვგავარო".


გლეხმა სთქვა: "ტყავის გამოცვლა

სიმართლე არის სრულიო

და არც ის არის ტყუილი,

რომ ძველივე გაქვს გულიო".


არ დაიჯერა და შიშმა

კანკალი დააწყებინა:

აიღო კეტი, დაარტყა

და სული გააცხებინა.


კაცს თუ სახელი გაუტყდა,

ვერ გაიმთელებს ვერას დროს,

რა გინდა ფერიც იცვალოს

და ტანზე ტყავიც გაიძროს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი