პეპელა (იგავი)


(თარგმანი აკაკი წრეთლისა)



ქაღალდის გველი ჰაერში

ბავშვებმა ააფრიალეს,

თითქოს ღრუბლამდე ასული

მიატრი-მოატრიალეს...


გადმოიხედა მაღლიდან,

ცაში მცურავმა ნელ-ნელა

და დაინახა მინდორში

დაბლა პატარა პეპელა.


და ჩამოსძახა: "აქ რომ ვარ,

ცხადია, გული გწყდებაო

და აღმა ფრენა ეს ჩემი

გენატრებ-გეხარბებაო!"


პეპელამ ნაზად შესძახა

"გარწმუნებ სულაც არაო!

მე რაც მაქვს, იმას ვჯერდები!

როდი ვარ მეტიჩარაო!


მაგ შენ მაღალ-ბედს ბევრად სჯობს

ჩემი დაბალი ბედიო,

მე აქ ვფრენ სულ ჩემს ნებაზე,

შენ კი არ გიშვებს კედიო!"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი