ყმაწვილი და ლანდი (გავი)


(თარგმანი აკაკი წერეთლისა)



ბავშვმა ლანდის

მოინდომა დაჭერა,

გამოუდგა,

ხან აქ, ხან იქ ეძგერა.


მაგრამ ხელი

ვერ მოავლო, არ იქნა.

გაუკვირდა

და გონება დაებნა.


როცა მისდევს,

გაურბის, ერიდება,

თუ გაჩერდა,

ლანდიც მის წინ ჩერდება.


სთქვა: „დამცინის!..

ან მეთამაშებაო!

რომ გაუშვა

სწორედ არ იქნებაო“.


დიდხანს სდია,

მაგრამ ვერაფერს გახდა,

მის დევნაში

კინაღამ სული ამოჰხდა.


მოეწყინა,

მოშორდა, აღარ უნდა,

დაიღალა,

სახლისკენ გამობრუნდა.


მაშინ ლანდიც

აედევნა მას უკან,

არ შორდება,

ყოველ ბიჯზე დასდევს თან.


ბედიც სწორედ

ამნაირად იქცევა;

თუ რომ მისდევ,

გარბის... უკუ გიდგება,

თუ გაურბი,

თვითონ გამოგიდგება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი