მეფუტკრე დათვი (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) ერთხელ მხეცებმა დათვი მეფუტკრედ დააყენეს. თაფლის წუწკი რომ იყო, ის აღარ მოუხსენეს. სხვა, ვინც კი მოინდომა, არ მიიღეს... გაყარეს და სკები, სავსე თაფლით, დათუნას მიაბარეს. დათუნიაც გამოდგა მოურავი მისთანა, რომ თაფლი, რაც კი ნახა, სოროში გადიტანა. შეუტყვეს და აყვირდნენ, მისცეს ის სამართალში. მსაჯულებიც სასტიკად ჩაუდგენ საწყალს კვალში. გაამტყუნეს, დასაჯეს პირმყრალი და პირროში: თითქმის მთელი ზამთრობით ჩაამწყვდიეს სოროში. გამოეთხოვა ყველას საცოდავი დათუნა, სიმართლით განაჩენი რომ ვეღარ დაიწუნა. იჯდა სატუსაღოში, სადაც ვერვინ ნახავდა და ჯავრის გასაქრობად თაფლიან ფეხს სლაქავდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი