მწყერი და მტრედი (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) მწყერი გაება ძუაში, შეშინდა, იწყო ფართხალი; გამომძვრალიყო უნდოდა, თავს არ ზოგავდა საწყალი. ეს მტრედის ხუნდმა რომ ნახა, აიგდო მეტად საცინლად: „ნეტავ, დღე მაინც არ იყოს! რად არ დაჰგოგავ ძირს ფრთხილად? არ ჩავვარდები, იცოდე, მე არასოდეს მაგ დღეში!“ ასე რომ უთხრა, მაშინვე ისიც გაება მახეში. და ახიც იყო იმაზე! ბევრად არც სამწუხარია, სხვისი მარცხი და ხიფათი აბა რა გასახარია?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი