თაგვი და ვირთხა (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) თაგვი შევარდა ვირთხასთან და მიაძახა: “ბიძაო! ახლა კი ჩვენს მტერს, წუწკ კატას, გაუსკდა დედამიწაო! “ლომს ჩავარდნია ბრჭყალებში, ვეღარ დაიხსნის თავსაო! გადავრჩით, ამიერითგან ვეღარც ჩვენ გვიზამს ავსაო.” ვირთხამ მიუგო: “რას ამბობ? რას მიედ - მოედებიო? მაგრე ჩერჩეტი როგორ ხარ, რომ შენით ვერ მიხვდებიო? “განა არ ვიცნობთ კატას ჩვენ?! ვინ გაუბედავს ომსაო? საქმე ბრჭყალებზე თუ მიდგა, ის არ აჯობებს ლომსაო?!” ბევრჯერ ამგვარი ამბავი ჩვენშიაც გამიგონია; მოშიშარს ვისიც შიში აქვს, ის უძლეველი ჰგონია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი