სარკე და მაიმუნი (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) მაიმუნმა თავის თავი სარკეში რომ დაინახა დაპრანჭული, დაჯღანული, დათვს წასტორა, მიაძახა: „მოდი, ერთი ჩაიხედე! რა გიჩვენო, დათუჩაო? ვინ არის და სად მოსულა ეს მახინჯი და ტუჩაო? მე რომ ვიყო მაგისთანა, დავმალავდი სწორედ თავსო, თუმცა ჩვენშიც კი ბევრია, რომ სრულებით მაგას ჰგავსო!“ დათვმა უთხრა: „ჩემო დაო! რად ათითებ ტყვილა სხვებსო? შენს თავზე რომ დაიხედო, მე ვგონებ, ის აჯობებსო“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი