მამალი და მარგალიტი (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) მამალი რომ ნაგავს სჩხრეკდა, მარგალიტი ნახა; გააგორა ის იქავე და ეს დაიძახა: „გარეგნობით იტყუება, მხოლოდ თვალს იტაცებს! ეს მიკვირს და ვერ მიმვხდარვარ, რისთვის მოსწონთ კაცებს? მე კი, ჩემდა თავად, ვიტყვი წრფელის გულით მართალს, ამას ბევრად ვამჯობინებ მცირე პურის მარცვალს!“ უგუნურნიც ასე სჯიან და ასე ამბობენ, როცა ჭკუა აღარ უჭრისთ და ვეღარას სცნობენ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი