ძუნწი და დედალი (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) ცხოვრობდა ერთი საწყალი კაცი, არაფრის მცოდნე, ძუნწი, ზარმაცი, თითქმის არც სჭამდა, არც არას სვამდა და სამოწყალო გლახაკსა ჰგავდა. სულ უგზო-უკვლოდ დატანტალობდა, მაგრამ იმავ დროს ბედი სწყალობდა: ერთი მისთანა დედალი ჰყავდა, რომ ის სხვა ქათმებს აღარა ჰგავდა! ბუდე მოიწყო მან ერთ ადგილას, ოქროს კვერცხს სდებდა ყოველდღე დილას, რაღა უნდოდა პატრონს იმ წყეულს? მაგრამ გააძღებ განა ხარბის გულს? ასე ფიქრობდა: „ვხედავ ამ ქათამს, ოქროს კვერცხებს სდებს, მაგრამ სვამს და სჭამს. ეს სულ არჯია, ანგარიშიო, ამის ჯავრი მაქვს მე და შიშიო! ხაზინა უძევს, სჩანს მუცელშიო, და სჯობს ჩავიგდო ერთად ხელშიო!“ დაჰკლა, გაფატრა ძუნწმა დედალი, მაგრამ წელები დაურჩა მყრალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი