კაპარჭინა (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა) ერთმა ვინმემ აუზებში წვრილი თევზი გააჩინა: ღორჯო, ჩხამა, თევზ-ნაფოტა, გველანა და კაპარჭინა. მათ რომ ჰქონდა, იმისთანა არ ნახულა სხვაგან ბინა; აქ მოშენდენ და გამრავლდენ, მაგრამ მარტო სულ ჭიჭყინა. გაჭირვება ქვეყანაზე არ ენახათ - არ იცოდნენ! უზრუნველად, უშფოთველად ცურავდნენ და მაღლა ხტოდენ. ერთხელ პატრონს უცნაურმა რარაც ფიქრმა გაუარა: ოციოდე ქარყლაპია იმავ ტბაში გადაყარა. მეგობარმა გაიკვირვა: „ეს რა ჰქენი, ძამიაო? არ იცი, რომ ქარყლაპია არის თევზის ჭამიაო? რასაც ეგ მაგ წვრილ თევზს უზამს, იმისთანა დღე თქვენს მტერსო: სულ ჩაყლაპავს, სანაშენოდ არ დასტოვებს არც ერთ ღერსო!“ მეპატრონემ გაიცინა: „კარგად ვიცი მე ყველაო, მაგრამ ვინ გითხრა, რომ მე მსურს დახმარება და შველაო?“ კაცის გული, დაფარული, ბნელი არის და უძირო, და მიტომაც მისი ქცევა როდი უნდა გაიკვირო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი