ივანე მაჩაბელი (პირადი წერილები) გიორგობისთვე


15 გიორგობისთვე. 1876 წ. `რა ამბავია თამარაშენში? რა ცვლილებები მოხდა ჩემი წამოსვლის შემდეგ? ვინ გათხოვდა, ვინ დაქორწილდა: დათოვლა ჯერ თუ ისევ თბილა?.. ესტატეს უთხარი, თუ იხვები ბევრი გაჩნდებიან ლიახვზე, სანადიროდ ხშირად წადი ხოლმე-თქო; თუ დახოცე, დალორე და შემინახე-თქო. … იქნებ გაგიკვირდეს ჩემი ესე წვრილმანებზე ლაპარაკი, მაგრამ შენ რომ ჩემს ალაგას იყო, სრულიად არ გაგიკვირდება. ჩემთვის ეხლა ეს მიწერ-მოწერა ქართული ლაპარაკის მაგიერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი