იანვარი ივანე მაჩაბელი (პირადი წერილები)
21 იანვარი, 1878 წ. ` …იმ ხილის მომვლელის წიგნი მეორე დღესვე მომივიდა და მწერს, რომ აპრილის პირველამდისინ ჩემს ბაღში არაფერი მუშაობა არა იქნება რა, რადგან ჩემი ბაღები პრუსიელების დაცემის დროს მომიოხრეს და დიდი ხანი არ არის, რაც მოვაშენეო, თუ გსურთ, აპრილიდან შეგიძლიათ აქ გადმოსახლდეთ და ბაღშიც იმუშაოთ და ლექციებსაც ყური დაუგდოთო. (პარიჟიდამ იქამდისინ ერთი საათის სავალია რკინის გზით), მაგრამ ამ ბაღთან ვენახები არ არის, და თუ კაცს ორივეს დათვალიერება უნდა, უფრო სამხრეთით უნდა გასწიოს. იმ დღეს აქაური კატაკომბები ვნახე. რაც პარიჟის შენობებს ქვა უნდებათ, სულ პარიჟის ქვეშიდან ამოაქვთ და ცარიელ ალაგას იმისთანა კორიდორებს აკეთებენ, რომელნიც პარიჟის ქუჩების სიგრძეები არიან……
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი