ძაღლო და ადამიანო
ძაღლო და ადამიანო! ნახედნო ერთი ბედითა, შენს თავში სამართლიანო, ბევრჯერ ნაცემო კეტითა. ბევრჯერ სიმართლის მსახურო, მკვდართა სურვილის იმედო, შენც ჩემს სარკმელთან ხმაურობ, ძვალს რომ მიითრევ მძიმედო. ძაღლო და ადამიანო! სხვადასხვაგვარი ბედითა, გიწევს გრძელი გზა იარო ათასი ფერის ხედითა. ბევრჯერ უხვ-მოსავლიანო, ხან უპატრონოდ მყეფარო, ძაღლი რომ აღარ ხმიანობს გძინავს მკვდარივით წევხარო. ადამიანო "მსაჯულო", შენ თუ სიკვდილმა გაგთვალა, მოგხედავს საგულდაგულოდ ბებერი, კოჭლი, ცალთვალა. ძაღლო და ადამიანო! ერთად ყეფს თქვენი დიდება, დღეს აღარც ერთი ხმიანობთ, დღეს ერთნაირად ბინდდება. ფესვები რჩება, ორთავე ერთი მიწისა შვილია, და სულ ისინი სცოდავენ, ვინც მეტად დაგეშილია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი