მე ერთი ლოთი ბიჭი ვიყავი ..


მე ერთი ლოთი ბიჭი ვიყავი,
მაწანწალასაც მეძახდა ზოგი,
მქონდა ''წინწკილა'', ''სერი'', ''ტყისთავი''
და ყველა ჩირგვში მეკიდა დოქი.
მიყვარდა სოფლის მწვანე ყანები,
მინდვრად გაქცევა რკინის წყარომდე,
გულო მტკივდები, თან მეფხანები,
თან შენი ძგერით უნდა ვხარობდე.
მახსოვს მთებისფერ ღრუბელთა ომი,
გაჯიუტება და მრისხანება,
უთვალავ კაცთა ცრემლების შტორმი
მახსოვს საშინელ ქარიშხალებად.
მე უსაქმური ბიჭი ვიყავი, 
უტვინოსაც კი მეძახდა ზოგი,
მე მილიონი მქონდა იგავი,
ის ამაყობდა მდიდრული ქოლგით.
მახსოვს სამყაროს თავისუფლებაც,
მატყუარებო! მატყუარებო!
ის ოთხ კედელში გაიგუდება,
მოგონილია მთელი ''სამეფო''.
მახსოვს შავები, კუბო ათასი,
დღეს არცერთი ძმა აღარ ხმიანობს.
შენ სულ არაფრის არ იცი ფასი
რა სულელი ხარ ადამიანო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი