მარადიული კაბინეტი


სწორედ ისეთი გამოვიდა ჩემი დაკრძალვა, როგორსაც ველოდი, ბევრი ხალხი მოვიდა, ეზო და მთელი აივანი სავსე იყო ჭირისუფლებით. მანქანები, თითქმის სოფლის ბოლომდე ჩამწკრივებულიყვნენ. 
თითოეული ადამიანის თვალზე, სათითაოდ დავითვალე ცრემლი. სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი თუ ამდენ ადამიანს დასწყვეტდა გულს ჩემი სიკვდილი. :-D 
იყვნენ ადამიანები, რომლებიც უკვე შეგუებულნი, ახლა იმაზე ფიქრობდნენ, წესისამებრ გამასპინძლებოდნე ქელეხის სტუმარს.
იყვნენ მეგობრები, რომელთა ფიქრიც, მხოლოდ კარგს იხსენებდა ჩემზე, უჭირდათ ჩემი იმქვეყნად გასტუმრება , მაგრამ ვინაიდან არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი, მაინც იმ ანდაზით იმხნევებდნენ თავს... ''ცხოვრება გრძელდება!'' ბევრი ცრემლი და ღიმილი ახსოვთ მათაც, ჩემგან და მეც მათგან.
იყვნენ ძმაკაცები, რომელთათვისაც ტყვიასავით განეგმირა გული. თავს დავდებ, ნებისმიერი თანახმა იყო ჩემს ადგილას ყოფილიყო და მე მათ ადგილას, მაგრამ ახლა ემოციით დაღლილი მხოლოდ ბალახით იმხნევებდნენ თავს. (შეიძლება ითქვას) 
/იყვნენ ნაცნობებიც, მათაც გული შეტკიოდათ რათქმაუნდა/
აი ოჯახის წევრების ადგილას ყოფნას კი მართლაც, რომ არავის ვუსურვებდი... მაშინ მართლა ვკვდებოდი! მათი ყოველი ამოკვნესება ტყვია იყო, რომელიც მართლა მხვდებოდა... ვხედავდი მათი გულების აჩქარებულ ძგერას და მესმოდა მათი ყოველი აზრი, ტიროდნენ! ცრემლით ასველებდნენ კაბებსა და შარვლებს! მართლა მიმაცილებდნენ იმ ქვეყანაში. მჯეროდა მათი, იმ წუთას, უკეთესს რას ვინატრებდი?! 
უახლოესი ნათესავებიც რაღაც ასეთს გრძნობდნენ...
ხუთივე ქალი მოვიდა, ვინც განსაკუთრებით მაინტერესებდა, ყველამ, ერთის გარდა, გაიმეტა ყვავილი, თითქოსდა უკანასკნელი რომანტიკის გამოსახატად. ზოგი მარტო, ზოგიც ქმართან ერთად. ახსენდებოდათ წარსული ჩემი მონაწილეობით და ტიროდნენ ღიმილნარევი ცრემლებით რას ერჩი?! მათი მწუხარებაც მართალი იყო. მე ხომ ისინი უანგარო სიყვარულით მიყვარდნენ! :-D 
ეს მცირედი იმ ხალხზეც, რომელთაც, მხოლოდ ორმოცდათერთმეტი წლის ასაკში, მიწაში ჩასადებად ვენანებოდი!
ამ დროს სამი საათიც შესრულდა და ხალხი შეიშმუშნა, გამოსვენების დრო დამდგარიყო. ნელ-ნელა ჭირისუფლებიც გამოიყვანეს რის ვაი-ვაგლახით და ახალგაზრდები შემოვიდნენ ყვავილების გამოსატანად.
ორმა ბიჭმა თავსახური გამოიტანა, ოთხმა ჯანიანმა კაცმა შინაურებიდან - მე. (ასე აგდებულად იმიტომ ვლაპარაკობ საკუთარ თ თავზე, რომ იმ წუთიდან, "ხელით სათრევი" გავხდი!) 
ეზოშიც გამაჩერეს ხუთი-ათი წუთი. ბედნიერი ვიყავი რადგან უკანასკნელად ვუყურებდი იმ მზეს, რომლის ყურებაც ასე მიყვარდა ამ ადგილიდან.
წავედი მე და წამომყვა ხალხიც, რამოდენიმე ადამიანის გამოკლებით, მათი მიზეზებიც გასაგები იყო, ზოგის მუხლი, ზოგის კი "ხაშლამა".
გზა გაიწელა თუმცა ვერ ვიტყვი რომ მეწყინა, პირიქით ჩემ წისქვილზე ასხამდა წყალს, ბოლოჯერ ვხედავდი ყველაფერს რაც ასე მიყვარდა! მერე იმ დაღმართზე ჩამატარეს, რომელიც ათასჯერ მაინც ამომივლია ერთი და იგივე ფიქრით: რომ ერთ დღესაც, ამაოდ ვინატრებდი მის ავლას. სწორე ეს დღე იდგა !
ბოლოს და ბოლოს ჩავედით! აი იქ კი ყველაზე მეტად მომხვდა ტყვია გულში! ერთიანად დაიძრა ცრემლი ხალხის თვალებიდან, ტიროდნენ ჩუმად! ტიროდნენ ხმამაღლა, დილის ცვარივით ასველებდნენ მიწას რომელიც მალე ჩემი ნაწილი იქნებოდა.
ამ საქმის თავკაცებმა ჭირისუფალს უხმეს წასასვლელად. ეს პროცესიც გაიწელა. შემდეგ ჯანიანმა ბიჭებმა ციმ-ცი ამიტაცეს ხელში და დიდი სიფაქიზით განმამწესეს ჩემს მარადიულ კაბინეტში. :-D
თითო მუჭი მიწა არავის დანანებია, რასაც ვერ ვიტყვით ჩემს შარვალ-კოსტუმზე, რომელიც გასახრწნელად იყო განწირული.
ხალხი ნელნელა შეუყვა აღმართს, მე კი დავრჩი ოთხი კაცის ხელში. არ გაუჭიანურებიათ, არც ვამტყუვნებ, დაღლილები იყვნენ, შიოდათ. აწიეს ფიცრები და დაიხრიალა მიწის უზარმაზარმა მასამ. ოჰ, რა მძიმე იყო. დაბნელდა ყველაფერი და გაჩნდა მხოლოდ პატარა გორა, რომელსაც აუცილებლად გაასწორებდა დრო მიწასთან. ოდესღაც გაქრებოდა ჩემი მიწადქცეული ცხედარი.
კაცებმა შეალამაზეს ჩემი კაბინეტი, ყვავილები კოხტად მოალაგეს, იარაღი გაწმინდეს, ხელები იქვე მდგარ გუბეში ამოიბანეს, მწუხარებანარევი ირონიით დამემშვიდობნენ და წავიდნენ.
მერე აღარ მახსოვს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი