დაიღალა მთვარე ..


დაიღალა მთვარე

თხელი ღრუბლის კოცნით,

ღრუბელს ეჩქარება,

დრო არა აქვს მოცდის.

მთვარე უკვე ვნებით

თაფლის სიტყვებს ღვენთავს,

ღრუბელს ეჩქარება,

მაგრამ მაინც ფეთქავს.

გაიხარა მთვარემ

და გულისხმით უსმენს,

ვეღარ ხედავს ვნებით

უკვე გამქრალ ღრუბელს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი