კვლავ შემხვდი დღეს ..


კვლავ შემხვდი დღეს,
ნაცნობმა სევდამ დასერა მკერდი,
ესეც ამიხდა,
ისევ ხდები ფიქრების ღმერთი.
რომ არ ვიცოდე,
არა გშველის,
ხარ ერთადერთი,
ვერ დავივიწყებ ახალ ღიმილს,
ვიხსენებ ძველსაც.
ვიცი, რომ მითხრა,
შეიძლება, დავტოვო ცოლი,
არ მეუბნები,
ოქროს ჯაჭვი გიჭირავს ხელით.
ისევ მაგიჟებ ლერწამივით მოქნილი წელით,
ისევ მახსენებ, რომ შენს სიცილს
არა აქვს ბადალი.
ის ღამეები,
ამქვეყნიური სიტკბო და ტანჯვა,
სხეულის ბრძოლა.
ღამენატეხის ვნების ნისლი,
ნათალი მკერდი,
იწყება ღმერთით,
თავდება სიზმრით
ღამის წამება.
კვლავ შემხვდი დღეს
და ნაცნობმა მზერამ დასერა მკერდი,
თვალს ვერ გაშორებ,
ერთადერთი ხარ,
სიტკბოს ზღვა ხარ,
ვიცი, რომ მღუპავ,
უკვე მაგიჟებს ახალი ვნება,
მაგონებს ძველსაც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი