*უთქმელი ნათქვამი*
ბებერ გიტარას მტვერი დაედო, გადაჰყვა ზამთარს ყინვაში ნაქსოვს, ოცდამეოთხე წელი გავიდა, მე მხოლოდ ოთხი ზამთარი მახსოვს. ცას ელვარებდა მიბნევდა გზა-კვალს, შენ რომ გაგიცან, ირმის ნახტომი, მიყვარხარ! მეცო! კრთოდა პასუხი, უკუნ ღამეში ჩვენ თანატოლნის. ნეტავ მეც მყავდე გულის მიჯნურად, შემომითვალო ცოდვის შენდობა, ჩავბღუჯო შენი ბროლის თითები, ვერა დამაკლოს მე უშენობამ. 2024 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ძალიან კარგი ლექსია