"იების რითმი"
ვერ გაჩუქე მე ამ წელს იები თუმც მოგიძღვენი ბლომად რითმები, შენს წირთხლებთან მე მუდამ ვიდგები, გეტყვი:მიყვარხარ,შენზე ვგიჟდები. მუზების ზვირთში შენც დაითვრები ქალი ხარ,ვიცი შენც აინთები, შენი სურნელით მეც დავითვრები, შეგიგრძნობ სულში და ამტკივდები. იაც დაგათრობს ნაზი სურნელით, მაგრამ დრო გასდის,უკვალოდ ქრება, მუზა კი გატკბობს,იარებს შველის, როგორც სურნელი,სულში ღრმად რჩება. შეხედე,ირგვლივ იებიც ჭკნება, ფოთლებიც ხმება,სურნელიც ქრება, მაგრამ მე გჩუქნი უჭკნობ სიყვარულს სულში იებად,სულ რომ დარჩება. რატომ გამძარცვე?მე შენი ტყვე ვარ შენზე გრძნობებმა,მთლად გამაძევა, თუმცა იცოდე,ის კაცი მე ვარ მუზათა ღელვით ვინც დაგატყვევა. /კახა გორგაძე.03. 2020-წ.✍/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი