ჩემო ერო


.ჩემო ერო,სამგლოვიარო 
• რატომ გაცვია?
• რით ვერ გაცვითე ეგ ტკივილი
• სევდა გატყვია,
• მაქვს შენთან ერთად საზიარო
• ცრემლი დამცლია,
• გხედავ დაწიწკულს,მსურს ტირილი,
• სითბო გაკლია.
• მოვერევიო ფიქრობს მტერი
• ირგვლივ გარტყია,
• ვით დაჭრილ რაინდს,გხედავს სისხლი 
• ბევრი დაგცლია,
• სუსტთან ჭიდილი ადვილია 
• ძალა აკლია,
• მტერს სურს დაგიპყროს,სიძულვილი
• ხავსათ გაკვრია.
• შენ მარტო არ ხარ,რაინდები
• თავზე გადგიან,
• შენ ვაშკაცები და გმირები
• კვლავ არ გაკლია,
• შენ პოეტების,დიდ მგოსნების
• ხოტბა გატყვია
• და თვით უფალიც,დღემდე
   შენთვის ჯვარზე აკვრია.
• თავი ასწიე,გაიმართე
• რა დაგმართნია?
• შენ ძლიერი ხარ ყველა მათზე
• ვინც გარს გარტყია,
• ვერ დაგძლევს,ვერა ბრბო,ვერც მტერი
• თავს რომ დაგსხმია
• შენს წინ ძალები,თანაც ბნელნი,
• თავებს დახრიან.
• შენი დიდება და ნათებაა.
• მუდამ ქნარშია,
• დღემდე მეობა,ძლიერება 
• არ დაგკარგვია,
• შენი იარა მოშუშდება
• მხოლოდ წამია,
• შენში სამოთხე და ბუნება,
• კვლავ წარმტაცია.
• თავი ასწიე გევედრები,
• რა დაგმართნია?
• უფლის წილხვედრილს,კვლავ ცრემლები
• რატომ გატყვია?
• მაქვს შენთან ერთად საზიარო
• ცემლი დამცლია,
• ვერ მიგატოვებ,თავს გევლები
• გხედავ ნატყვიარს.
• 
/კახა გორგაძე 2020-წ.02/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი