ბუნების საიდუმლო


მე მიყვარს წვიმა,რადგან ცრემლის ნაამბობია,
მე მიყვარს ქარიც,სევდის,გრძნობის ნაამბორია,
ვარდთა სურნელში შენს ნაზ ბაგეთა ამბორია,
სულის წიაღი შენი ტრფობით დანათრობია.
მიყვარს ფოთლებიც,სიცივეში მწუხრად რომ ცვივა
და სულს უენოდ,უშენობით ძლიერ რომ სტკივა,
მიყვარს ზამბახიც,თუმცა მათზე მუდამ თოვლია
თითქოს მომვლელი,თანაშემწე არვინ ჰყოლიათ,
ზამბახთა ფერი მწუხრი,თითქოს იდუმალია
და მეც იდუმალს,მისი ცქერა მუდამ გულს მიკლავს,
სულში სიცივე,ნამები და ცრემლის ტბორია,
მე გაზაფხული,სწორედაც,რომ ასეთი მხიბლავს.
მივხვდი,ბუნება თურმე ჩემი თანმგრძნობია
და გულიც წყურვილს,სატრფოს წყურვილს მათ ხიბლით იტანს,
აღარ ვარ მარტო,მეგობრები ბევრი მყოლია,
ქარიც და წვიმაც,უკვე ჩემი გულის სწორია.
მე მიყვარს,მხიბლავს ქარიცა და ცივი სისოვლეც,
ბუნებაშიც კი,გულით,ყველა თანასწორია.

/კ.გორგაძე 22-აპრილი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი