"დამჭკნარი ყვავილი"


შენი ცრემლები და იარა
ვარდებს ატყვიათ,
შენსავით მწუხრად,ობოლივით 
თავი დახრიათ,
შენსავით ნაზად,ვატყობ იებს
ფერი წასვლიათ,
ფერი წასვლიათ,თან დარდისგან 
ძალა დასცლიათ.
ნაზი სურნელი და იერი 
სულმთლად გასვლიათ,
ნამიც ელევათ როგორც ცრემლი,
თვალს რომ გაშრია.
დამჭკნარ ყვავილებს მზის სხივები 
ვატყობ აკლიათ,
თუმცა იმედი გაზაფხულის 
არ დაჰკარგვიათ.
შენს მტირალ სახეს შემოდგომის
ფერი ატყვია,
ვარდივით დამჭკნარს სითბო,მოვლა 
ვამჩნევ აკლიათ,
სულ ველოდები შენში ღიმილს
წლები გარბიან,
მოვა დრო,მოვა,გაიცინებ,
რა დაგმართნია?
შენ არ ჩამქრალხარ,სული შენში 
კვლავ წარმტაცია,
შენში სინაზე და ქცევები 
კვლავ ლამაზია,
ვხედავ შენს ცრემლებს და იარას
ვარდებს ატყვიათ,
თუმცა იერი და სიცოცხლე
არ დაჰკარგვიათ,
არ დაჰკარგვიათ,თუმცა მწუხრად 
თავი დახრიათ
გთხოვ გაიღიმე,შენზე კარგი
ვინ მაბადია?

/კახა გორგაძე 2020-წ.03/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი