დედის ნანა


დედამ აკვანი რომ დაგირწია
და სულ პირველად ჩაგძახა ნანა,
ღამე აკვანთან რომ გაგითია
და გიმღეროდა ტკბილ იავნანას,
დაბრუნდეს ის დრო,იყო პატარა
გიმღერდეს დედა,არ გინდა განა?
ცხრა თვე იწვალა,მუცლით გატარა,
მან შეგასწავლა შენ ი ა ვ ნ ა ნ ა.
გახსოვდეს დედა,მისი ჭაღარა,
არავინა გყავს,შენ მშობლისთანა,
გაგზარდა,ნიავს არ გაგაკარა
დღემდე გაცოცხლა და მოგიყვანა.
თავი მოგიძღვნა,ნუთუ არ კმარა?
ჩვილი გაგზარდა,ხელთ აგიყვანა,
სულში ღრმად გქონდეს შენ დედის ნანა
არ დაივიწყო მისი ხმა არა,
დედის ცრემლები და ი ა ვ ნ ა ნ ა.

/ კახა გორგაძე✍ 2020.04/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი