იდუმალი ნათება
ეხლა,როცა ვარ სულით სნეული ვგრძნობ როგორ მოსავს სინათლე წყვდიადს, სული სხეულში გამომწყვდეული ხედავს ნათებას,იდუმალს,დიადს, ვხედავ სერაფიმსს,ულამაზესს ფრთებს ჰგავს თითქოს ბზინავ ქვებს და საფირონს, ცისარტყელების იდუმალ ფერებს სულში სამოთხე სურს მოაფინოს. ბრწყინავს ნათება,ვით მარგალიტი, ვით ზურმუხტი და ხან გავს სარდიონს, ამ სინათლისკენ ვისწრაფი,ვილტვი, უფლის სიწმინდე სურს გულს ადიდოს, ეს სიწმინდეა,ნათება მეტი ვიდრე ზურმუხტის,ან თუნდაც ლალის, ვერ შეედრება ერემევიტი და ვერც სამყარო,მთლად იდუმალი, ასეთი ხილვა და ბზინვარება ირეკლავს უკვდავ,იდუმალ ნათელს, სულის შემძვრელი ეგ ბრწყინვალება სინდისს აღვიძებს,ცოდვებში მამხელს, ძლიერ მაოგნებს მე ეგ ნათელი, ბნელს,ქვიშის მარცვალს ასე რად მმოსავ? სულში ინთება უცბად სანთელი ვნებით აღმოვთქვავ ასობით ლოცვას, აღვავლენ ლოცვას,შეგასხავ ხოტბას, თავს დავხრი შენს წინ,კრძალვით დავდგები, ვხედავ სამოთხეს,ანგელოზთა დასს გთხოვ ღმერთო,მუდამ მეც მანდ დავრჩები, გთხოვ,ჩემ თვალთაგან ნუ განქარდები, ცოდვას სურს ბნელად და ტყვედ მაქციოს, ვიცი,რომ გცოდავ,ნუ გაქარწყლდები, ეშმაკს სურს თავის მსხვერპლად მაქციოს. იდუმალების ძლიერ მორევში ვგრძნობ,ჩემი სულიც როგორ ბრწყინდდება, უცბად აღმოვჩნდი მე სამოთხეში თუმც ეს სინათლე,უკვე მცილდება, ცოდვა მძიმდება,მოკვდავ სხეულში აჰა,წყვდიადი ისევ მკვიდრდება, მჯერა ჩემს გულში,უმწეო სულში შენი სინათლე,კვლავ გაბრწყინდება. /კახა გორგაძე-2020წ-05/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი