კვლავ აბიბინდდება
გარეთ ქარია,ბინდდება თუმც მოვა კვლავ გაზაფხული, ხელახლა აბიბინდდება ბუნება მთლად დაზაფრული. გულს გაგვიხარებს ნაყოფი საამო და არნახული, სამშობლოც კვლავ გაბრწყინდება ერთდროს ტანჯვაში ნამყოფი. სულში კვლავ აგიზგიზდება ჯავრი,მტრის,ერის დამპყრობის, მტერი ვეღარ აზვირთდება გახმება,როგორც ნაფოტი. მჯერა,კვლავ აბიბინდდება, კვლავ მოვა აქ გაზაფხული, სამშობლო კვლავ გაბრწყინდება სიამეს მოგგვრის ნაყოფი, ერი არ დაძაბუნდება უფლის წიაღში ნაშობი. /კახა გორგაძე 2020.08/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი