უცხო ფერები
ცა დასერილა უცხო ფერებათ კვალი დატოვეს ისევ ლანდებმა, ვარსკვლათ ზამბახის ფერი ედებათ ცა გაალურჯეს თროთლვით დარდებმა. ვგრძნობ შორს გაფრინდნენ უკვე მერცხლები კვალი იმედის არც კი დატოვეს, სულმთლად დამჭკნარან ვხედავ ვერხვები ყვავილთ გუნდს სულში კვლავ დაათოვეს, ქარს გავატანე გულის ნაგლეჯი ცრემლებმა სულში წვიმათ დატბორეს, კვლავაც ჩამესმის სულში ჰანგები ვიცი,მუზები არ მიმატოვებს. დამღალეს ირგვლივ მუქმა ფერებმა ვგრძნობ,რომ დამიდგა სილურჯის ჯერი, სულში ჩამესმის ლურჯი ფერება გაცივდა გული ერთდროს ნაჯერი, ერთ დროს ნაჯერი,ერთდროს ჯანრთელი ქარს გავატანე როგორც ნამქერი. რა კარგი იყო ვარდთა ფერები სიცოცხლის სუნთქვა და ჟრიამული, ირგვლივ მოჩანდა ცისარტყელები ყვავილთა გუნდი,თან მხიარული, ეხლა კი შემრჩა ლაჟვარდთთა ფერი თვით მთვარეც გახდა მიუსაფარი, მთლად შეიცვალა ვარსკვლავთა ფერიც არ დამრჩა შემწე,მკლავს სინანული. სულში იარის,ლურჯად ნაფერის ვგრძნობ,იქცა ღმერთი როგორც საფარი, ვარსკვლავთა მიღმა,უფლის კალთებში ვპოვე საუნჯე,თავშესაფარი. ცა შეიცვალა სულ სხვა ფერებით კვლავ გახვეულან მუქ,ცივ ლანდებში, მივალ უფალთან ლოცვით,ვედრებით, ვთხოვ:არ აღმოვჩნდე მეც მაგ ხლართებში. /კახა გორგაძე 26,27.03/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი