"ღრუბლად ვიქეცი"
ცრემლს ვიფენ საბნად,ღრუბელს ვჭამ და წვიმად ვიღვრები შენს ნაზ კალთებთან ცრემლთა ნაკადს რითმებად ვაფრქვევ, ალბათ უეცრად წვიმის წვეთად დაგესიზმრები მე ვარ ვინც შენს სულს იებივით, რითმებს რომ აფენს. არა,არ მინდა სულში სევდა,სიცივე იგრძნო მზის სხივს დაგითმობ და შავ ღრუბლებს გადვეფარები, მსურს მზის საამო სხივებად და სითბოდ შემიგრძნო, ვარდზე უტკბესო,უნაზესო სულ მეყვარები, რომ არ შეგცივდეს ღამით მზის სხივს საბნად დაგიფენ, აბრეშუმი კი ფიანდაზად მინდა დაგიგო, ქრიზანთელებად,გვირილებად ლექსებს აგიგებ მსურს სიყვარულის დედოფლად და ღმერთად გადიდო. მოვქარგავ მზის სხივს რითმებად და ლექსად მოგაფრქვევ მოგიძღვნი რითმებს ვით დედოფალს,ლამაზ ჰაიდეს, იების მსგავსად,ცრემლში ნაბან რითმებ მოგართმევ შენს ტყვედ ქცეული შენს გულამდე მწამს შემოვაღწევ, ჰორიზონტს გასცდა ჩემი გრძნობა,მახე დამიდე მთვარის მიღმაც კი ვიცი ვიგრძნობ შენს სურნელებას, ხმა გრიგალისა,ზღვის ტალღები გულზე მაბიჯებს ჩემი რითმები შენს ნაფეხურს სულ ეფერება. დავიფენ საბანს,ღრუბელს შევჭამ,წვიმად ვიქცევი ცრემლად შემიგრძნობ და უეცრად შენც ატირდები, ქარში,წვიმაში ამ წუთს მუზად,ლექსად ვიღვრები ახლა,ამ ღამეს მზის სხივივით ძლიერ მჭირდები. /კახა გორგაძე ✍2020.15,16-11/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი