"სულს ვერ წამართმევთ"


შავი ღრუბელი მაფარია მე ეხლა საბნად
ვგრძნობ მაღვიძებენ სეტყვისა და წვიმის ჩქეფები,
ქარი ჩამძახის ისე,როგორც ზღვის ფსკერებს ტალღა
მუზების ზვირთში ხეტიალს მე ვერ შევეშვები.

მუზის გარეშე დარჩენილი სული ე უ ლ ი
ჰგავს სიკვდილმისჯილს,მთლად განწირულს,მყოფს ეშაფოტზე,
პოეტის სული ობლად მყოფი და დამშეული
უარაღოს მსგავსათ სუსტდება,ეცემა ფრონტზე.

ზღვის ნაკადებად,გრიგალებად გადაქცეული
მე ლურჯ მთვარესთან შებმას ქნარით,ლექსით ვაპირებ,
ვნების წინ ასე მტკიცედ,ასე მხნედ ანთებული
თვით დემონსაც კი სულს შევზარავ და გავაკვირვებ,

მალე წამართმევთ,ვიცი სხეულს მალე წამართმევთ
შავი ღრუბელი მაფარია მე ამ წუთს საბნად,
ეშაფოტამდე ვით ავაზაკს ისე წამართმევთ
თუმც ვერას უზევთ სულში გრიგალს,მოვარდნილ ტალღას.

/კახა გორგაძე 2020.11/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი