"მუზათა ღელვა"
ჯერ არ მიგვრძვნია ასეთი ქარი ასე მგვრგვინავი და დაუმცხრალი, რითმების ქმნაში აკვნესდა ქნარი ქარს მოჰყვა მუზა,ვით ნიაგარი. თრთოლვაა გულში,ტბორია სულში უღრან ტყეში ვარ,დგას ნიაღვარი, მე ჯერ აქამდე ასეთ მიმწუხრში არ შემიგვრძვნია,ქარი ამგვარი. დამიდგა ჟამი,დამიდგა ჟამი სულში ვნების და ქარების,ზარის, ო, რა ძნელია არ ესმით შენი, ო, რა ძნელია შეგრძნება ნამის. ვარ თქეშში,ნამში,ქარშიც ვიყავი აღმოვჩნდი უცბად სულის თარეშში, მე ჩემი თავი ქარში ვიცანი აქ,ტყეში,თქეშში უცხო მხარეში. ეგებებიან მუზებს მუზები, ქარებს ქარები,წამებს წამები სულის თარეშში უცბად გავები თთრთის სული ნამში,ვგრძნობ ვეწამები. ეჰ,შემიძულა რამდენმა უცბად ვერ აიტანეს სული კაეშნის, ვერ დაცხრა შური,ფეხი დაუცდათ სულს ნაღვაწს,უკვდავს,მტერი თავს ესხმის. დამიდგა ჟამი,დამიდგა ჟამი სულში ვნების და ქარების,ნამის, ო,რა ძნელია არ ესმით შენი მძიმე განცდაა ამ გრძნობის,წამის, ატირდა გული და თან განმტკიცდა მე ხომ ქარის ხმა სულში კვლავ მესმის, ვით ღრუბელს ცრემლი მწუხრად დამცვივდა ნიაგარები,სულს ჩქეფებს ესვრის. არა,არ მახსოვს ასეთი ქარი ასე მგვრვინავი და დაუმცხრალი, რითმების ქმნაში აკვნესდა ქნარიც ქარს მოჰყვა მუზა,ვით ნიაგარი, ქარის შრიალში და უღრან ტყეში ვიცი მომელის სულის წვალება, სულს ესმის თქეში,კვლავ ესმის თქეში სულ მალე ვიგრძნობ,გარდაცვალებას. /კახა გორგაძე 2020. 29,30.11/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი