უსათაურო


ღამეა,ჩემს სულს ქარი აწვალებს
ჩემში მუზები ზღვასავით ღელავს,
ზვირთებმა ცრემლად,ლექსად დამცალეს
შენს ტყვედ ქცეული,ქარს შევთხოვ შველას.

არ მსურს  დავმარცვლო ჩემი გრძნობები
და ვერც ლექსებით დაგიწყებ შებმას,
ცრემლში დავნამე მე ეს სტროფები
შენს გამო მსურს,რომ პოეტი მერქვას.

გული ამ ლექსში როგორ ჩავტიო?
არ მსურს სტრიქონებს დავაკლო რამე,
ძლიერ მიყვარხარ,გთხოვ მაპატიო
თუ შენი გული ლექსით დავნამე.

ასოთა წყობა მეც კი მაოცებს
ამ რითმებს მხოლოდ ქარი აღვიძებს,
ეს შთაგონება თვით მეც მაოგნებს,
სიყვარული ხომ კაცსაც აგიჟებს.

გთხოვ მაპატიე,გთხოვ მაპატიე
ეგ თვალები რომ ცრემლით დავნამე,
ფაქიზი სული ვგრძნობ ავატკიე
რითმებით,დღეს რომ ცრემლში დავბანე.

შეხედე სტროფებს,ასოთა წყობას
და მყისვე იგრძნობ ჩემს ტკივილს,სევდას,
არ მოვიშლი მე რითმებით ტრფობას
ო როგორ მინდა,შენ ჩემი გერქვას.

ისევ ღამეა და სულს მიწვალებს
ქარი, მუზები ზღვასავით ღელავს.
შეხედე ჩემს სულს,ლექსად დაცალეს
შენზე გრძნობებმა,თქმას რომ ვერ ბედავს.

/კახა გორგაძე 9-10.12/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი