გრიგალი გამაფრენს


უმთვაროთ,ეხლა ცაზე ვარსკვლავებს
ბზინვა,იერი მთლად დაჰკარგვიათ,
სულს,უშენობით ბნელში ნაწვალებს
უშენოდ ყოფნა,არად არგია.

მალე გამაფრენს ვიცი გრიგალი
მოვალ მთვარესთან,სულის საზღვრებთან,
მთვარესთან გნახავ,შენ ხარ ის ქალი
ვის გამოც სული დაობს ღამესთან.

აი,რად მიყვარს მე თურმე ქ ა რ ი
მის ხმაზე სული შორდება სხეულს,
სულს დასტრიალებს კვლავ მადრიგალი
ავსებს მუზებით ჩემს სულს,მთლად ე უ ლ ს.

გამაფრენს ვიცი მალე გრიგალი
ჩემს სულს ქარი ხომ ძლიერ სჭირდება,
უმთვაროდ ვარსკვლავნი მთლად ჩამქრალნი
ცად ვერასოდეს ვერ გაბრწყინდება.


/კახა გორგაძე 2020 14.12

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი