,,იდუმალი ფერები,,


ვხედავ,ქარი ქუჩებში სევდას როგორ არიგებს
ჩემში კვლავ გრიგალია,სული ლექსად ინთება,
წვიმა ობოლ ჭადრებთან ცრემლით ალერსს აპირებს
და ჩემს ნაღვლიან სულშიც,ცრემლი ლექსად იღვრება,
ქარის ხმა და წვიმა ხომ კაცის გულს აატირებს
ბუნების საიდუმლოს,განა ვინმე გაიგებს?

ობლად დგანან ჭადრები, გადაყვითლდნენ იფნები
ხმელი ფოთლის შრიალი,მიყვარს თავდავიწყებით,
ქარის,ფოთლის ხმაურზე მუზად,ლექსად ვინთები,
სიოს ნაზად მონაქროლს,დღემდე არ ვავიწყდები,
სულში გრიგალს სულ ველი,ვიცი ქარი გამიგებს
ხმელ ფოთლებმა,იფნებმა სულში მახე დამიგეს.

წვიმს,ფოთლები ქარს მისდევს,ცა ბურუსში ეხვევა
შეციებულ ხმელ ჭადრებს წვიმა ნამათ ეცემათ,
სული მუდამ ობოლი,სიოს ამბორს ეჩვევა
ყვითლად მოჩანს ფოთლები,მზეს სხივებს ევედრება,
ასეთ იდუმალ ფერებს,სევდა რომ არ ელევათ
მუზა,ზღვათა ნაკადი,ვერა,ვერა შეელევა.

(კახა გორგაძე✍ 2020 8-10.11)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი