"პირამიდა"
ვხედავ ნისლია,თუმცა მაინც ჩანს პირამიდა, მის მწვერვალისკენ მიფრინავენ ურჩად ყვავები, თითქოს გაბრწყინდა,ციდან უცბად მოსწყდა აბზინდა ყვავთა გუნდს გაჰყვნენ მთვარე,ღამე,ბოლო წამებიც. მე მომაკვდავსაც ცაში ფრენა ყვავივით მინდა აბზინდის ხილვით,პირამიდის ხიბლში გავები, ვილტვი გიზასკენ,ჩემი ხორცი ყორნებს დავუდე ხორცს ვეამები,მომაკვდავთა ჯაჭვში დავები. აქ სიკვდილია,ცეცხლის ალი მტანჯავს,არ მინდა, მივხვდი გავფლანგე მე დრო წმინდა,წამის წამები, აღარ განქარდა,ლამაზად ჩანს,დგას პირამიდა, უცბად აღმოვჩნდი სულის გარეთ, მთლად ნაწამები. შევიგრძნე სულში ყორნები თუ როგორ მკორტნიდნენ თან დამჩხაოდნენ ვერაგულად,ურცხვად ყვავები, ბნელთა ძალები,ხმები ჰქონდათ მთლად საზარელი წყვდიადს საშინელს უფრო მეტად ამაზრზენს ხდიდნენ, იარებს მგვრიდნენ,თუმც განიხსნენ ტაძრის ფარდები უეცრად გაჩნდნენ გუმბათები,ზეცის ჯარები, ტაძრის გუმბათმა გააქარწყლა უცბად აბზინდა გადაიხვეწნენ და განქარდნენ ყვავთა რაზმები. სულში ატირდა,ტაძრის ხილვით სული გაბრწყინდა, ღამეც კი გაქრა და გაისმა ტაძრის ზარები, სხივი უფლისა იდუმალი,ჩემშიც დამკვიდრდა მივეახლე ღმერთს ცრემლითა და ლოცვით,ვაებით. მივხვდი,სიცოცხლე კაცთა მოდგმა მხოლოდ წამია, ხორცი კი ხრწნადი და წყვდიდში განაწამები, ტანჯვა,ვაება არის თურმე ეფემერული, ვნებაში ჩნდება ჩვენი რწმენა,ცოდვის ბზარები, სულში ატირდა,შევიგრძენი სულში ამტკივდა, ღმერთს მივაგენი,ტაძარშია ჩემი საუნჯე, ტაძრის გუმბათმა გადაფინა მთლად პირამიდა, უფლის ნათებას,მის ძლიერ ხმას ყური დავუგდე. გაყუჩდა მთვარეც,გაქრა ნისლი, დრომაც გალია, აქ კვლავ ქარია,იქ კი სადღაც,ვგრძნობ ავდარია. /კახა გორგაძე 2020წ.07✍/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი