"ჩემი სონეტი"
მახსოვს,შენს გულში შევაღე კარი დამხვდა იების,ვარდთა სურნელი, შევიგრძნე შენში სამოთხე არის იმ ლამაზ წუთებს დღემდე,სულ ველი, გრძნობამ დამათრო,შენზე ფიქრები თავს მახვევია მადრიგალებად, ვიცი შენი ტყვე მუდამ ვიქნები მუზები დამდევს,ვგრძნობ გრიგალებად, რატომ გამძარცვე?რომ გაგიცანი გულში გრიგალი გამეთარეშა, შენში მე ჩემი სული ვიცანი ერთბაშად გრნობებიც თავს დამესხა, ვნებად მაქცია ამდენ თარეშმა ზვირთთა მორევში ძლიერ გავები, ერთდროს ცხოვრება როგორც ძაფები უცბად გადიქცა მძიმე ჯაჭვებად. გახსოვს?შენს თვალებს როგორც ნაზ იებს ნამი მწუხრად რომ ჩამოედინათ, შენს ლამაზ სხეულს როგორც მიხაკებს ჩემს მკლავებში რა მშვიდად ეძინათ, მახსოვს,გიყვარდა დოინჯით დგომა შენი სახება გულს მიჩქარებდა, უცბად იცოდი ბავშურად კრთომა იების კონა გულს გიხარებდა. მტკიოდი ძლიერ,სულში მტკიოდი ღამე ნათევსაც კი არ მეძინა, სანთლის ნაღვათად,მწუხრად ვიწვოდი გულს ნაიარებს,სევდა ეფინა. რა ვქნა,სიყვარულს ვერ ვიმათხოვრებ გულის მძარცველი მე ვერ გავხდები, იყო დრო,როცა გული მათხოვე თუმც მიმატოვე,მე მზად დაგხვდები, აღარ ჩამესმის ძველი ჰანგები ვინღა ამიგებს სულში ტარაველს? გული გარინდე,დავრჩი ნაგვემი თუმცა მუზებში ვხედავ ჩემს მფარველს. ძნელი ყოფილა გრძნობათა ფლორა ვცდილობდი,მაგრამ ვერ გადავლახე, სიყვარულს მუდამ სჭირდება ბრძოლა მე შენი ჩრდილი კვლავ არ შევლახე, ერთდროს შენს გულში კარი შევაღე დამხვდა იების,ვარდების კონა, ამ სურნელს სიო არც კი შევახე თუმცა ამ გრძნობებს აღარ აქვთ წონა, კვლავ მათრობს,მატკბობს შენზე ფიქრები თავს მახვევია მადრიგალებად, ვიცი შენი ტყვე მუდამ ვიქნები მუზები დამდევს კვლავ გრიგალებად. /კახა გორგაძე 2020წ.07/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი