უსათაურო


ეხლა,ჩემს წინ ჭადარი
წვიმის ნამში ბანაობს,
ფოთლები მთლად დამჭკნარი
ქარში ობლად ქანაობს,

მიტოვებულ,ხმელ ჭადრებს
ცრემლად წვიმა ერგოთ,
გრძნობენ ნამს და ცივ ზამთრებს
ცა,წყლებად გადაევლოთ.

ქარი ხმებით მაგონებს
რომ ჟამი დგება ვნების,
უშენობა მაობლებს
ღმერთს შენთვის ვევედრები.

/კახა გორგაძე 2020. 20,21-11

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი